Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ინდოეთის მთავრობა საქართველოს ჩაის წარმოების განვითარებაში დახმარებას სთავაზობს
GBC news
24 August 2016, 17:04

თბილისი (GBC) - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ჩაის წარმოების კუთხით შესაძლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა ჩაის განვითარების პროგრამებზე, საინვესტიციო პოტენციალზე და წარმოების პერსპექტივაზე.

შეხვედრაზე ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს წარმომადგენელმა, ბასკარ ჯიოტი მაჰანტამ აღნიშნა, რომ ინდოეთის მხარე ღიაა თანამშრომლობისთვის და მზად არის ქართულ მხარეს ჩაის წარმოების მიმართულებით გამოცდილება გაუზიაროს.

ბასკარ ჯიოტი მაჰანტას განცხადებით, ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს ქუდის ქვეშ გაერთიანებულია სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც ჩაის მოყვანა-გადამუშავებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარებსა და აღჭურვილობას აწარმოებენ. სამინისტროს მფლობელობაშია ჩაის მწარმოებელი საწარმოც, რომელიც ყოველწლიურად 11 მლნ  ტონამდე ჩაის ექსპორტს ახორციელებს მსოფლიოს მასშტაბით.

აღნიშნა, რომ ვიზიტის მიზანს ჩაის წარმოების კუთხით საქართველოში არსებული გარემოს შესწავლა წარმოადგენს. ინდოეთის დელეგაციის წევრები სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში ჩაის პლანტეციებს დაათვალიერებენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან.

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი